სირია: იდლიბზე თავდასხმისას თურქეთის 29 ჯარისკაცი მოკლეს

თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, სულ მცირე, 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქული მხარის თანახმადვე, თავდასხმა „სირიის [ბაშარ ალ ასადის] რეჟიმმა“ განახორციელა. თურქეთის ჰათაის პროვინციის გუბერნატორის, რაჰმი დოღანის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. არაოფიციალური ცნობები მსხვერპლთა უფრო დიდ რაოდენობას უჩვენებს. თურქული მედიის ცნობით, თურქეთის არმიამ საპასუხოდ სირიის ხელისუფლების პოზიციებს შეუტია. … ვრცლად სირია: იდლიბზე თავდასხმისას თურქეთის 29 ჯარისკაცი მოკლეს