ახალი ამბები

მარგველაშვილის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა ჯერ არ გადაუწყვეტია

27 თებერვალი, 2020 • 966
მარგველაშვილის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა ჯერ არ გადაუწყვეტია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს რომ ოპოზიციაში იყო იდეა, რომ ის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი ყოფილიყო. როგორც მან “პალიტრა ნიუსის” ეთერში განაცხადა, მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“რომელიმე მაჟორიტარულ ოლქზე კი არა, ამ საკითხზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. [კენჭისყრაზე] იყო იდეა, რომ ეს იქნებოდა კარგი.. ჯერ არის იდეა და შემდეგ საუბრობ კონკრეტულად სად. ამ ეტაპზე ჯერ იდეას არ დავთანხმებულვარ. აქედან გამომდინარე, [ოლქზე] არ ყოფილა საუბარი. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა პოლიტიკური ძალების მხრიდან ასეთი მოსაზრება იყო. მინდა გითხართ რომ ერთიან ოპოზიციას ასე არ შევხვედრივარ, ცალკეულ პარტიებს ვხვდები, მაგალითად “ლელოს”, გიორგი ვაშაძეს, ნინო ბურჯანაძეს, “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”.. იყოს იდეა, განვიხილეთ, ვმსჯელობოთ,”-ამბობს ის.

რამდენიმე კვირის წინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. მარგველაშვილმა ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის მზად არის ესაუბროს მიხეილ სააკაშვილსაც იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი