ახალი ამბები

ლარი ევროსთან სამი თეთრით გაუფასურდა

27 თებერვალი, 2020 • 758
ლარი ევროსთან სამი თეთრით გაუფასურდა

გამყარების შემდეგ დღეს, 27 თებერვალს სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

ლარი დოლართან 1.1 თეთრით, ევროსთან კი სამი თეთრით არის გაუფასურებული. შესაბამისად ხვალ, 28 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.80 ლარი, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება კი 3.06 ლარი იქნება.

ლარი 24 თებერვლიდან დოლართან და ევროსთან მიმართ მყარდებოდა. 26 თებერვალს თითქმის სამდღიანი გამყარების შემდეგ ევროს ოფიციალური კურსი 3.02 ლარი იყო. რაც შეეხება დოლარს, 26 თებერვალს სავალუტო ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2.79 ლარი ღირდა.

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი