ახალი ამბები

იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება

27 თებერვალი, 2020 • 1119
იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, იტალიას მძლავრი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ ეტაპისთვის ახერხებს კორონივურსთან გამკლავებას, გამომდინარე აქედან, იტალიასთან საზღვრის ჩეკტვა ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებულ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“იტალიის ჯანდაცვის სისტემა არის ძალიან მძლავრი, გარდა ამისა ეს შემთხვევები კონცენტრირდება ჩრდილოეთ იტალიაში. ამასთან საქართველოში შემომსვლელი ყველა ადამიანის გამოკითხვა ხდება, თუ საიდან მოდიან ისინი და იმ შემთხვევაში თუ ადამიანი იტალიიდან მოდის, მას ეძლევა გარკვეული რეკომენდაციები. გარკვეულ შემთხვევაში თვითიზოლაციის რეკომენდაციებიც გაიცემა. რაც შეეხება უშუალოდ ფრენების შეწყვეტას, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ადამიანები, ვისაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ, მოწმდებიან შესაბამისი სამსახურების მიერ. როგორც ცნობილია, საქართველომ პირდაპირი ფრენები გააუქმა ჩინეთთან და ირანთაან, ამ უკანასკნელთან სახმელეთო (სხვა ქვეყნების გავლით) მიმოსვლაც შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი