ახალი ამბები

შსს-მ ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

28 ივლისი, 2015 • • 994
შსს-მ ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

გამოძიების ცნობით, გ. ქ. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2734 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 13 000 აშშ დოლარი.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს).

 

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი