ახალი ამბები

საქართველოში დღეს და ხვალ საგრძნობლად დათბება

26 თებერვალი, 2020 • 1995
საქართველოში დღეს და ხვალ საგრძნობლად დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ, ანუ 26 -27 თებერვალს საქართველოში საგრძნობლად დათბება.

26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა 27 თებერვალს, დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23 გრადუსამდე , აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

28-29 თებერვალს კი საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდიბა.

რაც შეეხება თბილისს, აქ  უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია მოსალოდნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი