ახალი ამბები

ქართულ სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

26 თებერვალი, 2020 • 2999
ქართულ სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ქართული სუფრა კულტურისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად განისაზღვრა.

“„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია”, – წერია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. დადგენილება ძალაში 2020 წლის 18 თებერვალს შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი