ახალი ამბები

ზალკალიანი ყირიმის ანექსიის 6 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს

26 თებერვალი, 2020 • 1318
ზალკალიანი ყირიმის ანექსიის 6 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის 6 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“წელს 6 წელი სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან  და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან. მე, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტს, მსურს, ხელახლა დავადასტურო უკრაინის დამოუკიდებლობის, სუერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩემი ფიქრები არის კონფლიქტის მსხვერპლთა ოჯახებთან და მათთან, ვისზეც ამ კონფლიქტმა იმოქმედა. ჩვენ ყველა ვისურვებდით, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მინსკის შეთნხმებების სრულად იმპლემენტაცია და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. უკვე სახეზეა გარკვეული იმედისმომცემი ნაბიჯები, როგორიცაა ახალი დინამიკა ნორმანდიულ ფორმატში და პატიმრების გაცვლა გასულ წელს. ევროპის საბჭო კვლავ შეშფოთებული რჩება ცნობებით ყირიმში ადამიანის უფლებების სიტუაციის გაუარესების შესახებ, განსაკუთრებით ეს ეხება უმცირესობებს”, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი