ახალი ამბები

ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა – ქეთევან ქარდავა ლავროვის ინციდენტს ეხმაურება

25 თებერვალი, 2020 • 2033
ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა – ქეთევან ქარდავა ლავროვის ინციდენტს ეხმაურება

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რუსეტთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაკავშირებულ ინცედენტს და საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს:

“მე განვახორციელე თავდასხმა სერგეი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც , 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი.

მე დავიწყე ომი. მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე. კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან.

“წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”. მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ . ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა .. არაუშავს!”, – წერს ქარდავა ფეისბუკზე.

დღეს, 25 თებერვალს, ქართველი ჟურნალისტები ჟენევაში ლავროვისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ, როცა ლავროვმა მათ ავადმყოფები უწოდა.

მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, მარია ზახაროვაც, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან ქართველი ჟურნალისტების მხრიდან კითხვის დასმის მომენტში ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

“ავადმყოფები ხართ, გოგოებო” – ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი