ახალი ამბები

ვირუსის გავრცელებაში საავადმყოფოების „არც ისე მართებულმა“ მენეჯმენტმა შეიტანა წვლილი – იტალიის პრემიერი

25 თებერვალი, 2020 • 1841
ვირუსის გავრცელებაში საავადმყოფოების „არც ისე მართებულმა“ მენეჯმენტმა შეიტანა წვლილი – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ იტალიაში საავადმყოფოების „არც ისე მართებულმა“ მენეჯმენტმა წვლილი შეიტანა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, ვირუსის პროგრესს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. ნათელია, რომ ადგილი ჰქონდა [ვირუსის] გავრცელებას და ის აქედან [ჩრდილოეთ იტალიიდან] გავრცელდა“, – აღნიშნავს იგი.

„ადგილი ჰქონდა საავადმყოფოების ისეთ მენეჯმენტს, რომელიც არ იყო მთლად მართებული ამ შემთხვევებისთვის შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, რამაც, რა თქმა უნდა, წვლილი შეიტანა [ვირუსის] გავრცელებაში“, – განაცხადა კონტიმ ჩრდილოეთ იტალიაში, საავადმყოფოში ყოფნისას.

კონტის კონკრეტული ქალაქი თუ საავადმყოფო არ დაუსახელებია.


იტალიაში კორონავირუსის შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, 229 ან მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. გარდაცვლილია 7 ადამიანი. ჩრდილოეთ რეგიონებში – ლომბარდიასა და ვენეტოში დაახლოებით 100,000 ადამიანი სამოგზაურო და სხვა შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს. იტალიაში ამჟამად ცდილობენ „ნულოვანი პაციენტის“ აღმოჩენას, რომლიდანაც ქვეყანაში ვირუსი გავრცელდა.


გარეკანის: ფოტო EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი