თანამედროვე შენობებში გათბობის სისტემის სწორად შერჩევას დიდი ყურადღება ეთმობა. იხვეწება დანადგარები. ყურადღება ექცევა მათ ეკონომიურობას. სპეციალისტები ცდილობენ სისტემამ მაქსიმალურად ენერგოეფექტურად იმუშაოს. ამისთვის ხდება შენობების თბოიზოლაცია, თანამედროვე ენეგრგოდამზოგი ქვაბებისა და თბომატარებლების წარმოება. ოთახის ტემპერატურა კი შესაძლებელია, იმართებოდეს თერმოსტატით.
[blue_box]რა ტიპის გათბობის სისტემები არსებობს[/blue_box]
არსებობს რადიატორული, იატაკის და შერეული ტიპის ცენტრალური გათბობა. ნებისმიერი გათბობის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქვაბია. ყველაზე პოპულარული ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბებია. კომპაქტური ზომისა და ეკონომიურობის გამო, მათ ბევრ საცხოვრებელ ბინაში შეხვდებით. გათბობის ქვაბის სიმძლავრის შერჩვა გასათბობი ფართისა და შენობის თბოდანაკარგების გათვალისწინებით ხდება. სწორად შერჩეული სისტემა მომავალში ხარჯის შემცირების გარანტიაა.
გარდა ტრადიციული გათბობის სისტემებისა, თანამედროვე მსოფლიოში, სულ უფრო პოპულარული ხდება განახლებადი ენერგიის გამოყენება. მზის, ქარის და ბიომასის ენერგიას ხშირად იყენებენ როგორც ელექტრო ენერგიის, ისე თბური ენერგიის მისაღებად. მაგალითად, ვინაიდან საქართველოში მზიანი დღეების რაოდენობა აჭარბებს წვიმიანი დღეების რიცხვს, აქტიურად გამოიყენება მზის წყლის კოლექტორები. ასეთი სისტემის საშუალებით თბილი წყლის მიღება შესაძლებელია ზამთრის სუსხიან ამინდშიც კი. ხოლო ზაფხულში ის მთელი დატვირთვით ახორციელებს ცხელი წყლის მიწოდებას.
[blue_box]რა უპირატესობა აქვს თერმოინდუსტრიის გათბობის სისტემებს[/blue_box]
თერმოინდუსტრია ექსკლუზიური პარტნიორია რიგი ევროპული მწარმოებლებისა. პროდუქციის იმპორტი ხორციელდება იტალიიდან, გერმანიიდან, სლოვენიიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან. კომპანიის მთავარ საწყობში 3000-მდე დასახელების სერტიფიცირებული პროდუქცია ინახება. თერმოინდუსტრიას საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი ტექნიკოსებით. რომლებიც გეგმავენ და ასრულებენ ნებისმიერი სირთულის პროექტს. მაქსიმალურად ზუსტი ხარჯთაღრიცხვა კი გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
[blue_box]რა დრო სჭირდება გათბობის სისტემის დამონტაჟებას?[/blue_box]
თანამედროვე გათბობის სისტემის მონტაჟს დროის სხვადასხვა ხანგრძლივობა სჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია ფართის სიდიდეზე, სისტემის სირთულესა და ტიპზე. მაგალითად, მხოლოდ კედლის ქვაბის მონტაჟს 1-2 საათი სჭირდება. მთლიანი სისტემის დაქსელვა კი რამდენიმე საათში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაეტევა. გასათვალისწინებელია მონტაჟის ეტაპობრიობაც. მაგალითად თბილი იატაკის მილების მონტაჟი იატაკის დასხმამდე უნდა მოხდეს. რადიატორების შემოწმება, კედლების კოსმეტიკური სამუშაოების დაწყებამდე და ა.შ. სწორი დაგეგმვისა და ხარისხიანი გათბობის სისტემების შერჩევის შემთხვევაში მომხმარებელი საწვავის ოპტიმალურ დანახარჯსა და კომფორტულ ტემპერატურას იღებს.