ახალი ამბები

მთავრობა ელექტროენერგიის სუბსიდირებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოახდენს

24 ივლისი, 2015 • 1298
მთავრობა ელექტროენერგიის სუბსიდირებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოახდენს

პრემიერის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სუბსიდირების რამდენიმე სქემა დაამუშავა და საბოლოოდ ამ ვარიანტზე შეჯერდნენ. მისივე განმარტებით, სოციალურად დაუცველ არც ერთ ოჯახს არ მოუწევს ელექტროენერგიაში იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე აქამდე იხდიდნენ. პრემიერმა აღნიშნა, რომ არ ექნება მნიშვნელობა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარენ თუ – ბევრს, მათ ტარიფსი არსებული სხვაობა მაინც დაუფინანსდებათ.

 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.

 

1 აგვისტოდან, სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.95 თეთრით გაძვირდება საქართველოს რეგიონებში, გარდა კახეთისა. 23 ივლისს სემეკს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მიმართა ”თელასმაც”, რომელიც ელექტროენერგიით თბილისს ამარაგებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი