ახალი ამბები

კორონავირუსის გამო დაწესებული ზომები ირანში ნამყოფ მოქალაქეებზეც გავრცელდება

24 თებერვალი, 2020 • 936
კორონავირუსის გამო დაწესებული ზომები ირანში ნამყოფ მოქალაქეებზეც გავრცელდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე კორონავისუთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საკორდინაციო საბჭომ მთავრობისადმი ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა.

„გუშინწინ გაიმართა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, შექმნილი პრემიერის 28 იანვრის განკარგულებით, და საბჭომ მიიღო მთელი რიგი რეკომენდაციები მთავრობისადმი, რომელიც ასახული იქნება და, იმედია, ხვალ მთავრობის განკარგულებაში თქვენ ამას იხილავთ, მაგრამ წინასწარი, ზოგიერთი რეკომენდაცია უკვე ძალაში შევიდა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და მედია საქმის კურსშია, რომ საქართველომ შეწყვიტა ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და გადადგმული იქნება სხვა შემზღუდველი ნაბიჯები“.

გარდა ამისა, გამყრელიძის განცხადებით, ზომები – თერმოსკრინინგი, ეპიდემოლოგის კონსულტაცია და ა.შ, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უტარდებოდათ, უკვე ჩაუტარდებათ ირანში ნამყოფ მოქალაქეებსაც. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, იგივე ზომები მიიღონ სხვა „მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან“ ჩამოსული მოქალაქეების მიმართ.

„ასევე, ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ გაზრდილია ჩვენს მიმდებარე სახელმწიფოებში, განსაკუთრებით- ირანში“, – აღნიშნავს გამყრელიძე. მისი თქმით, ირანში არსებულ სიტუაციაზე სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ „ირანში ეპიდაფეთქების რისკი საკმაოდ მაღალია“.

გამყრელიძის თქმით, აგრეთვე „საქართველოში ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს“.

გამყრელიძემ ისიც განაცხადა, რომ შესაძლებელია საქართველოსთვის მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ირანის სიტუაცია, ვიდრე ჩინეთი, მაგრამ,საქართველო ამ მომენტისთვის კვლავ რჩება დაბალი რისკის ქვეყანად.

გამყრელიძემ აგრეთვე განაცხადა, რომ ეპიდაფეთქების დაწყებიდან საქართველოში იყო შესაძლო დაავადების 24 შემთხვევა, რომელიც არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი