ახალი ამბები

2019 წელს ხელისუფლებამ ეკლეასიას 100 670 კვ.მ მიწა გადასცა – EMC

21 თებერვალი, 2020 • 1757
2019 წელს ხელისუფლებამ ეკლეასიას 100 670 კვ.მ მიწა გადასცა – EMC

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2019 წელს სახელმწიფომ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა.

ორგანიზაცია ამ ცნობას სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს.

„ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში, ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე.

ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება წინა წლებს, EMC-ის თქმით, 2016-2018 წლებში საპატრიარქოს სახელმწიფომ 801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა.

წაიკითხეთ ასევე:

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი