ამის შესახებ დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ კოფმანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ყველა აუცილებელი დოკუმენტი მზადდება საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
“ამჟამად ფორმირდება სამუშაო ჯგუფები, როგორც ჩვენი, ასევე სამხრეთ ოსეთის მხრიდან, იმისთვის, რომ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება შევიმუშაოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა, რომ ჩვენთან საკვები პროდუქტი შემოვიდეს. იმის გამო, რომ არ ვართ აღიარებული ქვეყენა, ამ მხრივ გარკვეული სირთულეები გვაქვს. სამხრეთ ოსეთის წყალობით ეს სირთულეები დაიძლევა”, – განაცხადა კოფმანმა.
ცხინვალის რეჟიმმა დონეცკი, როგორც სახალხო რესპუბლიკა, 2014 წელს აღიარა.
![]() |
| |