ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი: ჟურნალისტებო, წერეთ კორუფციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე

22 ივლისი, 2015 • • 1047
ალიევი: ჟურნალისტებო, წერეთ კორუფციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ადგილი აქვს სოციალურ უსამართლობას, კორუფციას, მექრთამეობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს.

 

“რასაკვირველია, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ და რეაგირებაა საჭირო. თუ რეაგირება არ იქნება, უფრო მეტად დაარღვევენ კანონს. ამიტომაც პრესას უნიკალური როლი აქვს. მე სავსებით გულწრფელად გეუბნებით და გთხოვთ, ამ მხრივ მუშაობა გააგრძელოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებამ და ჩინოვნიკებმა, ვინც კანონს არღვევს, იცოდნენ, რომ არც ერთი უკანონო ქმედება რეაქციის გარეშე არ დარჩება”, – განაცხადა ალიევმა.  


2015 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში აზერბაიჯანს 180 ქვეყანას შორის 162–ე ადგილი უკავია. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანში 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც აზერბაიჯანში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტებზე წერდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი