ახალი ამბები

სემეკმა თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაზარდა

22 ივლისი, 2015 •
სემეკმა თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაზარდა

სემეკმა დღეს, 22 ივლისს გამართულ სხდომაზე სამი კომპანიისთვის ელექტროენრგიის წარმოების ტარიფის გაზრდის საკითხი განიხილა.

 

გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანია “ჯიფაუერს” 7.5 თეთრამდე, კომპანიას “მტკვარი ენერგეტიკას” [იგივე მეცხრე ბლოკს] -10.8 თეთრამდე გაეზარდა, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას კი, 10.1 თეთრით გაეზარდა ტარიფი. ძველი ტარიფით, “ჯიფაუერი” -7.3 თეთრს იხდიდა, “მტკვარი ენერგეტიკა” -7.2-ს და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია – 7.3 თეთრს.

 

როგორ გაიზრდება ტარიფი მოქალაქეებისთვის, ამ საკითხზე სემეკი ხვალ იმსჯელებს.

 

დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენელი იყო ორი პროექტი. პირველი პროექტის მიხედვით, ტარიფი უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო. კომპანიების წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა მხარი მეორე პროექტს დაუჭირეს.

 

მიხეილ ბოცვაძემ, “ჯიფაუერის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, წლის ბოლოდან ელექტროენერგია გრაფიკით მიაწოდოს მომხმარებელს, ვინაიდან, მისი თქმით, მას ელექტროენერგიის გამომუშავება უფრო ძვირი დაუჯდება.


სემეკის განმარტებით, მას მხოლოდ ამ სამმა კომპანიამ მიმართა ტარიფის გადახედვის მოთხოვნით და ეს შეეხება დოლარის კურსის ცვლილებას. კომპანიები აცხადებენ, რომ დოლარის კურსის ცვლილებამ გავლენა იქონია გაზის გადასახადზე, რომელსაც ისინი ელექტროენერგიის წარმოებისათვის იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი