ახალი ამბები

რუსეთის საგარეო კიბერშეტევის ბრალდებას პასუხობს

20 თებერვალი, 2020 •
რუსეთის საგარეო კიბერშეტევის ბრალდებას პასუხობს

“რუსეთი არ აპირებდა და არც ახლა აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო კიბერშეტევაზე ბრალდებებს.

“ეს კომენტარები საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე იყოს, რომლებმაც ისინი გააკეთეს. რუსეთს განზრახვა არ ჰქონია და არც ახლა აქვს, საქართველოს საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით ჩაერიოს,” – უთხრა სააგენტო РИА-ს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კერძოდ, კიბერშეტების ობიექტები იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო სისტემა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდები, სერვერები და დაცვითი სისტემები.

სამინისტროს ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი