საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო ვაჭრობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 4761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
აქედან ექსპორტი 1082 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი- 3680 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2598 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა, აცხადებს საქსტატი.

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 293 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1141 მლნ. აშშ დოლარი (3 პროცენტით მეტი).
რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვას, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში 1356 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 21 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 417 მლნ. აშშ დოლარია (45 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 939 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები).

2015 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (756 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (409 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (371 მლნ. აშშ დოლარი).

2015 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 130 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 110 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფმა გადაინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 99 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა, აცხადებს საქსტატი.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 305 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა სამკურნალო საშუალებები სასაქონლო ჯგუფი 298 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 244 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი), იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.