როგორც ხოხ გაგლოითი, ცხინვალის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური საკითხების რეგულირების საკითხებში ამბობს, – “შეხვედრის დროს ჩვენ ისევ შევახსენეთ მონაწილეებს იმ ტენდენციების შესახებ, რომ შეგნებულად ისვრიან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასაზღვრო ნიშნების მიმართულებით, ამის შესახებ თებერვლის შემდეგ გამოვხატავთ მღელვარებას. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ტენდენციები პროვოკაციებში გადაიზარდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ დღეებში. ჩვენ ეს ფაქტები შევაფასეთ, როგორც მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”.
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 11-16 ივლისს მომხდარი ინციდენტები გაინიხილეს.
![]() |
|
|||

