“როგორც ცნობილია, დედაქალაქში ტარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი 2015”. ფესტივალის გახსნა მოხდება 2015 წლის 26 ივლისს და დამთავრდება 01 აგვისტოს. მონაწილეები ჩამოსვლას და ვარჯიშს დაიწყებენ 23 ივლისიდან. ტურნირებზე მონაწილეების გადაყვანისა და ტურნირებზე მსურველთა დასწრების მიზნით გათვალისწინებული იქნება სპეციალური მარშრუტები. მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნული მარშრუტების საწყის და ბოლო პუნქტებში საჭირო შეიქმნა მგზავრთა სატრანსპორტო მოსაცდელების განთავსება. ამ ეტაპზე, ოლიმპიადის ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა დედაქალაქში არსებული რამდენიმე მოსაცდელის დროებითი ადგილმონაცვლეობა, რომელიც ოლიმპიადის დამთავრებისთანავე დაუბრუნდება თავის დისლოკაციის ადგილებს”, – უთხრეს ნეტგაზეთს მერიაში.
კომედია გრძელდება..შემთხვევით გადავაწყდი, ცენტრალური უბნებიდან მოხსნეს და აგერ უკვე ოლიმპიურ სოფელში მოიტანეს და ამონტაჟებენ.
Posted by Nick Melia on Monday, July 20, 2015





