ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: საზღვრის კეთილმოწყობას მომავალშიც გავაგრძელებთ

20 ივლისი, 2015 •
თიბილოვი: საზღვრის კეთილმოწყობას მომავალშიც გავაგრძელებთ

“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება გეგმავს გააგრძელოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობა, რაზეც არაერთხელ იყო ღიად გაცხადებული, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების მუშაობის ფარგლებში. ასეთი ინფორმაცია ქართულმა მხარემ და საერთაშორისო შუამდგომლების წარმომადგენლებმა დიდი ხანია მიიღეს. სამხრეთ ოსეთის მხარე ნამდვილად დაკავებულია და მომავალშიც აპირებს, მოაწყოს თავისი საზღვარი სახელმწიფოსთან, რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ჩვენ უნდა გავამაგროთ და ტექნიკურად აღვჭურვოთ ტერიტორია სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ”, -აცხადებს თიბილოვი.

 

მისივე თქმით, “ასეთი უკანონო ქმედებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ეგუება, რომ არასებობს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ ოსეთი თავის საზღვართან ერთად”.

 

 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი