ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაცია და აქციის ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.
იმედის ცნობით, შეკრებილები იყვნენ “ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ”. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი აპროტესტებენ დეპუტატების, ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას ქმედებებს.
იმედის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორჯერ ითხოვს “ხოფერიას [სავარაუდოდ, გულისხმობს ხოშტარიას] მიერ მანდატის დატოვებას”. მოგვიანებით აქცია გაიმართა ლეიბორისტული პარტიის ოფისთანაც.
მთავარი ფოტო © იმედი