ახალი ამბები

მეცნიერებათა აკადემიამ ივანიშვილისთვის მისალოცი პოსტი წაშალა

18 თებერვალი, 2020 • 2232
მეცნიერებათა აკადემიამ ივანიშვილისთვის მისალოცი პოსტი წაშალა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ფეისბუკიდან წაშალა ბიძინა ივანიშვილსთვის დაბადების დღის მისალოცი პოსტი.

როგორც ნეტგაზეთს აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მოსწერეს, მიზეზი პოსტის ქვეშ, კომენტარებში ატეხილი “გინების კორიანტელი” იყო.

მისალოცი პოსტი აკადემიამ დღეს გამოაქვეყნა.

“ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

ქართველ მეცნიერთა სახელით
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე
ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი
აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე”, – წერია მილოცვაში, რომელიც აკადემიის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა  საქართველოს რაგბის კავშირმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი