ახალი ამბები

“20/30-იანელებმა” ივანიშვილს რუსთაველის თეატრთან ვარსკვლავი გაუხსნეს

18 თებერვალი, 2020 • 1615
“20/30-იანელებმა” ივანიშვილს რუსთაველის თეატრთან ვარსკვლავი გაუხსნეს

“გირჩის” სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობა “20/30-იანელების” წევრებმა თბილისში, რუსთაველის თეატრთან ბიძინა ივანიშვილს გაუხსნეს ვარსკვლავი, წარწერით,”ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა” .

ვარსკვლავზე ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი წერია, თარითად კი 2012 წლიდან უსასრულობამდეა მითითბული.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, აქცია-პერფორმანსი ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს და მას ქართული თეატრის წინაშე გაწეული ღვაწლი დაუფასეს.

“გირჩის” სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობა “20/30-იანელები” პარალელურად ხელმოწერებსაც აგროვებენ ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ამბობს, ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი