ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვა შეთავაზა

18 ივლისი, 2015 •
რუსეთმა აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვა შეთავაზა

“სექტემბერში სვერდლოვსკში რუსეთი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის დიდ გამოფენას გეგმავს. ველოდებით აზერბაიჯანის წარმომადგენლებს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

 

თავის მხრივ, ელდარ მამედიაროვმა, ლავროვის აზერბაიჯანელმა კოლეგამ განაცხადა, რომ “რუსეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების დაახლოება ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში მნიშვნელოვანია”. 

 

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის დადებით როლს ყარაბაღის კონფლიქტის სამომავლო დარეგულირებაში.


რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი სომხეთის ხელისუფლებაში უკმაყოფილებას იწვევს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი