ახალი ამბები

სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლეს, მანქანა კი დაწვეს

17 თებერვალი, 2020 • 1363
სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლეს, მანქანა კი დაწვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლეს, მისი მანქანა კი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება 7-დან 15 წლამდე პატიმრობით. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული არავინაა.

დამწვარი მანქანა “მთავარმა არხმა” გადაიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი