ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საქართველოს დროშას ქართულ მხარეს 20 ივლისს დავუბრუნებთ

17 ივლისი, 2015 •
ცხინვალი: საქართველოს დროშას ქართულ მხარეს 20 ივლისს დავუბრუნებთ

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უშიშროების სახელმწიფო კომიტეტისა და სამხედრო პროოკურატურის უწყებათაშორისი ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი სასაზღვრო რაიონში 14 ივლისს ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა. 

 

“მიტინგის დროს მისი მონაწილეების დაახლოებით 300-კაციანმა ჯგუფმა დემონსტრაციულად დაარღვია სამხრეთ ოსეთის საზღვარი, მიუახლოვდა საინფორმაციო ნიშანს, რომელიც სახელმწიფოებს შორის საზღვრის ზოლიდან 50 მეტრში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობს, შეურაცხმყოფელი შინაარსის ტექსტებით ფურცლები გააკრა, რის შემდეგაც მისი დემონტაჟი განახორციელა. ამასთან, ამ ნიშნის ადგილზე საქართველოს დროშა აღმართა. აღნიშნული ნიშანი პირვანდელ ადგილას იყო დაბრუნებული. თვითნებურად აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა საერთაშორისო ცერემონიალის ტრადიციების შესაბამისად იყო ჩამოხსნილი და ქართულ მხარეს 2015 წლის 20 ივლისს მპრის რიგგარეშე შეხვედრაზე გადაეცემა”, – აცხადებენ ცხინვალში.

 

აქვე წერია, რომ აღნიშნული “ვანდალიზმის ფაქტებზე შესაბამისმა ორგანოებმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს”.


11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი