ახალი ამბები

არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სააკაშვილთან მიკედლების პრობლემა ჰქონდეს – კალაძე

17 თებერვალი, 2020 • 1604
არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სააკაშვილთან მიკედლების პრობლემა ჰქონდეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. კალაძე მარგველაშვილს “პოლიტიკურ პლასტელინს” უწოდებს, რომელსაც სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების პრობლემა არ აქვს.

“რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მივესალმები, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილისგან მოვისმინეთ, მე გეტყოდით ჩემს პოზიციას, რომ პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, რამე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთან. ვნახოთ, რა მოხდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. მარგველაშვილმა ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის მზად არის ესაუბროს მიხეილ სააკაშვილსაც იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი