ნეტგაზეთი | კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 71 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 71 ათასს გადააჭარბა – Netgazeti
RU | GE  

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 71 ათასს გადააჭარბა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების 71 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, მათგან უმეტესობა, 58 182,  ჩინეთში ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც ეპიდემია თავდაპირველად დაიწყო.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 1 775 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 5 ჩინეთის საზღვრებს გარეთ – მათ შორის, ჰონგ კონგში, ტაივანში, იაპონიაში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 10 844 ინფიცირებული განიკურნა და კლინიკები უკვე დატოვეს.

კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ რესპირაციულ დაავადებებს. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი- არა.


დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები, როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.