ახალი ამბები

“იდენტობის” თანამშრომლის თქმით, ჰომოფობიის ნიადაგზე თავს დაესხნენ

17 ივლისი, 2015 •
“იდენტობის” თანამშრომლის თქმით, ჰომოფობიის ნიადაგზე თავს დაესხნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტმა ნინო ბოლქვაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თავდამხმელი 120 ნომერი სამარშრუტო ტაქსის დისპეტჩერია და  2015 წლის აპრილიდან დაზარალებულს ჰომოფობიის ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

 

თუმცა დღეს მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი თმებში სწვდა და ათრია, აცხადებს იურისტი. ბოლქვაძის თქმით, დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქმე წვრილმან ხულიგნობას შეეხება. ნინო ბოლქვაძე კი მიიჩნევს, რომ დანაშაული არის უფრო მძიმე, რომელსაც ახლავს დამამძიმებელი გარემოება.

 

დაზარალებულის დამცველი ბოლქვაძე ამბობს, რომ მოითხოვა ადგილზე არსებული კამრებიდან ჩანაწრბის ამოღება, რასაც პოლიცია არ აკმაყოფილბს. მისი თქმით, მათ დაურეკეს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, თუმცა არც მათგან არ ყოფილა გამოხმაურება.

 

“პოლიცია თავდამსხმელის მხარეს იჭერს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად მსუბუქი იყოს სასჯელი და პოლიცია დაზარალებულს ეუბნება, რომ ჩაწეროს ახსნა-განმარტებაში, რომ არ მიუღია სხეულის დაზიანება” – ამბობს ბოლქვაძე.

 

ბოლქვაძის თქმით, პოლიციელები აცხადებენ, რომ ისინი ვერ გააკონტროლებენ, თუ ვინმეს ადამიანის ჩაცმულობა არ მოეწონება.

 

“ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ გამოძება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

“ნეტგაზეთს” კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” პრესსამსახურიდან განუცხადეს, რომ კომპანიას ისეთი საშტატო ერთეული, როგორიცაა დისპეტჩერი გაჩერებებზე არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ ავტოფარეხში და ეს პიროვნება არ არის მათი კომპანიის თანამშრომელი.

ლევან ბერიანიძე
ლევან ბერიანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი