ახალი ამბები

მარგველაშვილი: მზად ვარ ველაპარაკო სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა დემოკრატიის გაძლიერებაზე

17 თებერვალი, 2020 •
მარგველაშვილი: მზად ვარ ველაპარაკო სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა დემოკრატიის გაძლიერებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის მზად არის ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს.

მარგველაშვილმა დღეს „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ის „აქტიურ კომუნიკაციაში ვარ სხვადასხვა ადამიანებთან“.

მარგველაშვილის თქმითვე, ის პოლიტიკურ ოპოზიციასთან იწყებს კონსულტაციებს და მას უნდა, გაერთიანებული ოპოზიციის ერთობად დაეხმაროს. მარგველაშვილი აქვე დასძენს, რომ სწორად არ მიაჩნია ყველა მის გეგმაზე პირდაპირ ეთერში საუბარი.

„სააკაშვილზე მეკითხებით, როდესაც საკითხი ეხება დემოკრატიული დღისწესრიგის გარღრმავებას, მზად ვარ ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით,“ – ამბობს მარგველაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი