ახალი ამბები

კაცმა 23 წლის ყოფილი ცოლი მოკლა – შსს

16 თებერვალი, 2020 • 2616
კაცმა 23 წლის ყოფილი ცოლი მოკლა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, გარდაბანში 23 წლის ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ამა წლის 15 თებერვალს ქალი მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღი მოკლა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი