ახალი ამბები

პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა – თალაკვაძე

15 თებერვალი, 2020 •
პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის პიროვნულად ძალია წუხს, რომ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ თაკალვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“მე პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა და გავიხსენებდი, როდესაც მე ვიყავი სასჯეახსრულების მინისტრის მოადგილე ის სწორედ მაშინ იმყოფებოდა პატიმრობაში და ჩვენ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვაქცევდით მას. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ხშირად შეურაცხმყოფელ და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებდა დღესაც ჩემი და ჩვენი დამოკიდებულება არის იგივე, რომ მისი უფლებები იქნება დაცული და რა თქმა უნდა ადამიანურად ჩვენ ვწუხვართ, რომ ის პატიმრობაშია.

მეორეს მხრივ მან გააკეთა განცხადებები, რომ პროკურატურა სთავაზობდა გარკვეულ სეთანხმებას, ანუ როგორც ჩანს მას ჰქონდა შეთავაზებული წინადადება, რომლითაც მას შეეძლო, რომ პატიმრობისგან თავი აერიდებინა. მაგრამ აქ სხვა კითხვებიც ჩნდება, ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის დესტრუქციული დღის წესრიგი იყო განმსაზღვრელი, როდესაც მისმა თანგუნდელებმა მას უარი ათქმევინეს ასეთ შეთავაზებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი