ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთმა ერაყის ქურთისტანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

16 ივლისი, 2015 •
აფხაზეთმა ერაყის ქურთისტანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს.

 

გენადი გაგულია, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი აფხაზეთს საშუალებას აძლევს მუდმივად იმუშაოს ერაყის ქურთისტანთან სავაჭრო სფეროში. 

 

“მათ აინტერესებდა ჩვენი ღვინის, თაფლის და სხვადასხვა სანელებლის მიწოდების შესაძლებლობა. ისინი დაინტერესდნენ ხილით, რომელიც მათ არ აქვთ”, – განაცხადა გაგულიამ.

 

როგორც ის ამბობს, დელეგაცია ვიზიტის დროს ქურთისტანის სახელმწიფო წარმომადგენლებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საინვესტიციო კომისიის პრეზიდენტსაც შეხვდა. 


ფოტო: sputnik
ფოტო: sputnik

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი