ახალი ამბები

ოკუპირებულ სოფელ ორჭანასთან მანათობელი მაშხალა გაისროლეს – სუს

15 თებერვალი, 2020 • 1070
ოკუპირებულ სოფელ ორჭანასთან მანათობელი მაშხალა გაისროლეს – სუს

ოკუპირებულ სოფელ ორჭანასთან, საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 14 თებერვალს 20:00 საათზე რამდეჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტორლიბადი ტერიტორიიდან ჩანდა, რაც პოლიციის საპატრულო ჯგუფმა დააფიქსირა.

“მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი