უწყების ცნობით, გამოძიება საინიციატივო ჯგუფის “არა ყაჩაღობას” მიერ მიღებული წერილის საფუძველზე დაიწყო, რომელშიც აქტივისტები ითხოვდნენ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, მიეცეს პოლიციის ქმედებებს შესაბამისი შეფასება და დაისაჯონ დამნაშავეები ძალის გადამეტების გამო 23 ივნისს, ერევანში ბაგრამიანის პროსპექტზე დემონსტრანტების დარბევის დროს.
“საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვილი ფაქტების საფუძველზე, ასევე ჰელსინკის ასამბლეის ვანაძორის ოფისის განცხადების საფუძველზე, ყველა მასალა გაიგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების მიზნით”, – წერია უწყების განცხადებაში.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |