შესაბამისად, ევროპის ლიგის მეორე რაუნდის განმეორებითი მატჩი სერბეთის “ჩუკარიჩკისთან” გაბალას ნაცვლად ბაქოში, “ბაქსელ არენას” სტადიონზე გაიმართება.
აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში გამართული მატჩის დროს, kavkaz-uzel.ru–ს ცნობით, დაწვეს საქართველოს დროშა, ასევე მოიტანეს პლაკატები, სადაც ბოლნისი, რუსთავი და მარნეული აზერბაიჯანული დასახელებებით ეწერა. ამას წინ უძღოდა ამავე კლუბების მიერ თბილისში 2 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი, სადაც, oxu.az–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანის დროშა ფეხქვეშ გათელეს.
“ზემოხსენებულ ფაქტებზე არსებობს ფოტო და ვიდეომასალები, რაც უეფას სადისციპლინო კომიტეტს გაეგზავნება. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გუშინ მომხდარ მოვლენებს სრული სიმკაცრით მოეკიდება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ “თბილისის დინამომ” გაავრცელა.
| ||||