ახალი ამბები

მგზავრები ალტერნატიული საშუალებებით გადაიყვანეს დანიშნულების ადგილამდე – “საქართველოს რკინიგზა” ხანძარზე

14 თებერვალი, 2020 • 1966
მგზავრები ალტერნატიული საშუალებებით გადაიყვანეს დანიშნულების ადგილამდე – “საქართველოს რკინიგზა” ხანძარზე

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ზუგდიდი-თბილისის მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამო შეჩერდა მატარებლის მსვლელობა, მგზავრების გადაყვანა კი დანიშნულების ადგილამდე ალტერნატიოული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდა.

კომპანია ასევე აანაზღაურებს მგზავრობის თანხას იმ პირებისთვის, ვინც ორი დღის განმავლობაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს “საქართველოს რკინიგზის” ნებისმიერ სალაროში.

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს დღეს, 14 თებერვალს, აბაშის რკინიგზის სადგურში ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მატარებელში ცეცხლი მხოლოდ ერთ ვაგონში გაჩნდა, ამჟამად კი ხანძარი ლოკალიზებულია. სამსახურის ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი