ახალი ამბები

თბილისი-ზუგდიდის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

14 თებერვალი, 2020 • 1077
თბილისი-ზუგდიდის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს დღეს, 14 თებერვალს, აბაშის რკინიგზის სადგურში ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მატარებელში ცეცხლი მხოლოდ ერთ ვაგონში გაჩნდა, ამჟამად კი ხანძარი ლოკალიზებულია. სამსახურის ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ხანძრიდან გამომდინარე, შეჩერდა მატარებლის მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი