“ანალოგიური ქმედებები “ფართო საერთაშორისო ყურადღების” მიპყრობითა და სხვადასხვა ვაკხანალიის თანხლებით წინა წლებშიც იმართებოდა საზღვრის პირას – სოფელ დიცის, დვანის ტერიტორიებზე.
სამხრეთ ოსეთის მხარე მიიჩნევს, რომ ყველა საკამათო საკითხი და გაუგებრობა საზღვართან დაკავშირებით მშვიდად და საქმიან გარემოში, მოლაპარაკებათა არსებული ფორმატის ფარგლებში უნდა წყდებოდეს. ამ სიტუაციის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივწოდეთ საერთაშორისო შუამავლებს ჟენევის დისკუსიებზე, ასევე შევთავაზეთ რიგგარეშე შეხვედრის გამართვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომლის მანდატში შედის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და მშვიდობასთან საზღვრისპირა რაიონებში”, – აცხადებს ჯიოევი.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |