„თუ ხელისუფლებას სურვილი აქვს, მოსკოვიდან ჩამოტანილი გზავნილები უნდა მოისმინოს პირადად ჩემგან და არა მედიასაშუალებით. გუშინ შევეხმიანეთ ბატონი ღარიბაშვილის თანაშემწეს და გადავეცით მზადყოფნა მასთან შეხვედრის თაობაზე. ჯერჯერობით მათი მხრიდან პასუხი არ არის. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, იგი არ იმყოფება ქვეყანაში, ჩვენ დავუკავშირდით ერთმანეთს და იმედი მინდა ვიქონიო, მომავალ კვირაში შედგება შეხვედრა და საუბარი. ვფიქრობ, რომ ყოველდღიური მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება, თუნდაც ის მძიმე მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ განვითარდა საზღვართან დაკავშირებით, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ დღითიდღე ვკარგავთ დროს ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისაკენ შევცვალოთ,“ – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა.