ახალი ამბები

“ვიზიარებ შეშფოთებას” – ODIHR-ის დირექტორი საქართველოზე

13 თებერვალი, 2020 •
“ვიზიარებ შეშფოთებას” – ODIHR-ის დირექტორი საქართველოზე

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორი ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის შესაბამის განცხადება ტვიტერზე აქვეყნებს.

“ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ჩაშლა, და მოვუწოდებ ყველა მხარეს, ხელახლა ჩაერთოს ამ პროცესში”, – აცხადებს ODIHR-ის დირექტორი.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ევროპული საქართველოს ლიდერ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი თქვა. უგულავას დაპატიმრების გამო შეშფოთება გამოხატეს კონგრესმენებმა, ასევე, ევროპარლამენტარებმა, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო უწყებებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი