ახალი ამბები

შეშფოთებული ვარ უგულავას და ოპოზიციონერების დევნით – ტუსკი

13 თებერვალი, 2020 • 1635
შეშფოთებული ვარ უგულავას და ოპოზიციონერების დევნით – ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დონალდ ტუსკი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გასამართლებას Twitter-ში ეხმაურება.

“შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღებით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის იყოს გამოყენებული. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა არსებითია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის”, – წერს ტუსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი