ახალი ამბები

გაზის შეწყვეტის გამო ქუთაისის 20-მდე სკოლაში სწავლა შეჩერებულია

13 თებერვალი, 2020 • 1182
გაზის შეწყვეტის გამო ქუთაისის 20-მდე სკოლაში სწავლა შეჩერებულია

“სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება 44 ათასი აბონენტიდან 12 ათასს აღუდგა.

კომპანიის ცნობით, დანარჩენ ნაწილს გაზის მიწოდება დღეს, 13 თებერვალს აღუდგება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაზის გათიშვიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სწავლა დროებით შეჩერებულია. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სწავლა შეწყვეტილია 20-მდე სკოლაში და საბავშო ბაღების ნაწილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი