ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი სომხეთს ერთ დღეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 86-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებს

14 ივლისი, 2015 •
აზერბაიჯანი სომხეთს ერთ დღეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის  86-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებს

უწყების განცხადებით, სროლა სომხეთის პოზიციებიდან, კონკრეტულად კი იჯევანის და ნოემბრიანის რაიონებიდან განხორციელდა. უწყებისვე ინფორმაციით, სროლები გორანბოის, ტერტერის, აგდამის და ჯაბრაილის რაიონებთან ახლოს არსებულ პოზიციებზე მოხდა. სამინისტროს ცნობით, ისროლეს გადაბეის და გაზახის პოზიციების მიმართულებითაც, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 

 
  


მასალების გადაბეჭდვის წესი