ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესი 22 ივლისს დაინიშნა

14 ივლისი, 2015 •
ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესი 22 ივლისს დაინიშნა

ადვოკატ ფარიზ ნამაზლის განცხადებით, ხადიჯა ისმაელოვას წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა.

 

“საქმე შედგება 15 ტომისგან და ყველაფრი ზოგადად წერია. ხადიჯა ერთი პირის, ტურალ მუსტაფაევის ჩვენების საფუძველზე დააკავეს, რომელმაც საჩივარი გამოიტანა მოგვიანებით და აღიარა, რომ მის კოლეგას ძალოვანების ზეწოლის გამო ცილი დასწამა”,- ამბობს ადვოკატი.

 

ისმაილოვა მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით გასული წლის 5 დეკემბერს დააპატიმრეს. იგი პროკურატურამ დაკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება “რადიო თავისუფლებისა” და Meydan TV-ის ყოფილი თანამშრომლის, თურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას. კერძოდ, გასული წლის 21 ოქტომბერს, ბაქოს ეროვნულ ზღვისპირა პარკში ყოფნის დროს, მუსტაფაევმა საწამლავი დალია. ის კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. მუსტაფაევმა აზერბაიჯანის დამოუკიდებელ ინტერნეტტელევიზიას, Meydan TV-ის განუცხადა, რომ გამომძიებლებმა ასეთი დაასკვნა გამოიტანეს, რომ სუიციდის მცდელობამდე ისმაილოვამ მიიყვანა. თურალ მუსტაფაევმა 9 აპრილს საჩივარი უკან გაიტანა, თუმცა ისმაილოვა ამის გამო არ გაუთავისუფლებიათ. 


ადვოკატის თქმით, ისმაილოვას არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები და თავს კარგად გრძნობს. იგი ამბობს, რომ თუ სასამართლო უარს იტყვის დააკმაყოფილოს დაცვის მხარის შუამდგომლობა დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაშინ დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმითვე, საქმის ობიექტურად განხილვის იმედი არ აქვს.

 

ხადიჯა ისმაილოვას საქმეს მოსამართლეთა შემადგენლობა განიხილავს რამენ ალახვერდიევის ხელმძღვანელობით, რომელიც 1979 წლიდან მუშაობს მონამართლედ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 

  


მასალების გადაბეჭდვის წესი