ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს პოსტერების კონკურსს

12 თებერვალი, 2020 •
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს პოსტერების კონკურსს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს თემატურ კონკურსს კომპანიის საქმიანობისა და სლოგანის თემაზე – “ჩვენ მოგქვაქვს თქვენთან სინათლე.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ პლანშეტები.

კონკურსის პირობები:

[checklist]

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანს სსე-ის თანამშრომლების გარდა.
  • პოსტერი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას – მასზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა.
  • ნამუშევარი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა.
  • ერთ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნა.

[/checklist]

პოსტერი უნდა მომზადდეს შემდეგ პროგრამებში: photoshop / coreldraw /Adobe illustrator / Adobe InDesign. პოსტერი უნდა იყოს landscape, სულ მცირე A3 ფორმატის (სიგანე 42, სიმაღლე 30).

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით სსე-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი