ახალი ამბები

უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს – დიდი ბრიტანეთის საელჩო

11 თებერვალი, 2020 •
უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს – დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აკრიტიკებს გიგი უგულავას დაკავებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს:

“ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია”, – წერია განცხადებაში.

გიგი უგულავა გუშინ, 10 თებერვალს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის გადაწყვეტილებით, მას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი