ახალი ამბები

რაშან ზიადალიევი სასამართლომ გაამართლა

11 თებერვალი, 2020 • 1183
რაშან ზიადალიევი სასამართლომ გაამართლა

სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, პაატა ფხალაძის გადაწყვეტილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს.

“მოსამართლემ განმარტა:

– პირის იდენტიფიკაცია დაუშვებელია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის გადაადგილდება ღამით მარტო და პოლიციას ამისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა ჰქონდეს.

– ორი პოლიციელის ჩვენება არ არის საკმარისი მსგავს სისხლისსამართლებრივ ბრალდების ტოლფას საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენისთვის. რომ ამ დროს საქმეში აუცილებლად უნდა არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულება, სხვა შემთხვევაში ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს”, – წერს მარიკაშვილი სოციალურ პოსტში.

რაშან ზიადალიევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 9 თებერვალს დააკავა. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს და 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი